მონაცემთა დაცვა და აღდგენა
SOLUTIONS
მონაცემთა დაცვა

მონაცემთა დაცვა და აღდგენა

Backup სტრატეგია, დამოუკიდებელი და offsite ასლები, Restore ტესტირება და Disaster Recovery — კრიტიკული მონაცემებისა და სისტემების აღდგენისთვის.

კონსულტაციის მიღება
SOLUTIONS

რატომ არის ეს გადაწყვეტა მნიშვნელოვანი?

01

შეფასება

ვაფასებთ არსებულ გარემოს, რისკებსა და ბიზნესის მოთხოვნებს, სანამ ტექნიკურ მიმართულებას განვსაზღვრავთ.

02

დაგეგმვა

ვარჩევთ შესაბამის არქიტექტურას, ტექნოლოგიებსა და დანერგვის პრიორიტეტებს ბიზნესის საჭიროებების მიხედვით.

03

დანერგვა

ვნერგავთ, ვაკონფიგურირებთ და ვუჭერთ მხარს გადაწყვეტას უწყვეტობის, უსაფრთხოებისა და მასშტაბირებადობის გათვალისწინებით.

მონაცემთა დაცვა

პრაქტიკული მიდგომა თქვენი ბიზნესისთვის

მონაცემთა დაცვა მხოლოდ Backup-ის არსებობას არ ნიშნავს. ბიზნესმა წინასწარ უნდა იცოდეს რა მონაცემებია კრიტიკული, რამდენად ხშირად უნდა შეიქმნას ასლები, რამდენ ხანს უნდა ინახებოდეს და როგორ მოხდება აღდგენა ინციდენტის დროს.

AxxisNet აერთიანებს Backup-ს, Restore პროცესს და Disaster Recovery დაგეგმვას ერთიან აღდგენის სტრატეგიაში.

Backup სტრატეგია

განვსაზღვრავთ დასაცავ სისტემებს, Backup-ის სიხშირეს, retention პერიოდს და შენახვის მეთოდს ბიზნესისთვის მისაღები მონაცემთა დანაკარგის გათვალისწინებით.

დამოუკიდებელი და offsite ასლები

საჭიროების მიხედვით სარეზერვო ასლები გამოიყოფა ძირითადი ინფრასტრუქტურისგან, რათა ერთმა ტექნიკურმა ან უსაფრთხოების ინციდენტმა ერთდროულად არ დააზიანოს production სისტემა და Backup.

Restore და Disaster Recovery

აღდგენის ტესტირება ამოწმებს, რომ Backup რეალურად გამოსაყენებელია. კრიტიკული სისტემებისთვის განისაზღვრება აღდგენის პრიორიტეტები, დამოკიდებულებები და პროცედურები სერიოზული შეფერხების შემდეგ მუშაობის დასაბრუნებლად.

SOLUTIONS

გსურთ ამ გადაწყვეტის განხილვა?

შეგვიძლია შევაფასოთ თქვენი მიმდინარე გარემო და ერთად განვსაზღვროთ პრაქტიკული დანერგვის გზა.

კონსულტაციის მიღება